top of page
Anchor 14

სტიპენდიები

ნინო ინანაშვილი

ნინო ინანაშვილი, 11 წლის, სწავლობს ,,სამუსიკო სემიანრიაში,, ფორტეპიანოს კლასში. იმის გამო, რომ გოგონას მამა უმუშევარია და ოჯახში მუშაობს მხოლოდ დედა (ეკლესიაში), ოჯახს არ აქვს საშუალება გადაიხადოს სემინარიაში სწავლების საფასური. პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ ნინო ძალიან ნიჭიერი გოგონაა და სახსრების უქონლობა არ უნდა გახდეს სემინარიის მიტოვების მიზეზი. ამ მიზნით დაიწყო თანხების შეგროვება. ,,Vivace,,-მ მთლიანად დაფარა ნინოს სწავლების ხარჯები 2010/2011 სასწავლო წლის II სემესტრში.

რატი სხირტლაძე

რატი სხირტლაძე, 10 წლის. იგი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, რომელიც მამის საკმაოდ მცირე ხელფასით არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ რატის მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში უტარდებოდა კლარნეტის გაკვეთილები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ,,სამუსიკო სემინარიაში,, მან საოცარ პროგრესს მიაღწია. იგი კონსერვატორიის კუთვნილ საკმაოდ ძველ კლარნეტზე უკრავს, რომელსაც მუდმივად ესაჭიროება შეკეთება. სკოლის გადასახადი, სარემონტო, მუსიკალური ლიტერატურის და სხვა ხარჯები დაიფარა შემოწირულობების მეშვეობით. ხოლო რატის სწავლების ყველა ხარჯი 2010/2011 სასწავლო წლის II სემესტრში დაფარა ,,Vivace,,-მ.

ნინო კუპრეიშვილი

ნინო კუპრეიშვილი 17 წლის პიანისტი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური გიმნაზიის მე-12 კლასის მოსწავლე. იგი გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭიერებით, არის რანდენიმე ქართული და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. მაგალითად; II პრემია საერთაშორისო კონკურსზე ,,Konzerteum-95,, საბერძნეთში; I პრემია და სპეციალური პრიზი საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე ,,ახალგაზრდა მუსიკოსები,, (ჰოლანდია), პრიზი-,,მაყურებლის სიმპატია,,-ახალგაზრდული საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ოლდენბურგში (გერმანია). მის შესახეაბ ,,Alink-Argerich Foundation,,-ი წერდა: ,,ნინო ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ დიდი მუსიკალური ნიჭის მქონე შესანიშნავი პიანისტია,, ნინოს მამა ადრე გარდაეცვალა, დედა უმუშევარია და ოჯახი მთლიანად უცხოეთიდან მიღებულ დახმარებაზეა დამოკიდებული. ამდენად, მათ არ შეეძლოთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მისაღები გამოცდების ხარჯების გაღება და ამ სახსრების დაფარვა მთლიანად ,,Vivace,,-მ აიღო საკუთარ თავზე.

Vivace_Logo_neu_2019.png
bottom of page