top of page
Anchor 3

ალპებიდან კავკასიამდე

 

უკვე თხუთმეტი წელია რაც ქართველ სტუდენტებს საშუალება აქვთ ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს დაეუფლონ როგორც ბაკალავრიატის ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.

 

საქართველოს მუსიკალური სასწავლებლებისა და ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის 15 წლოვანი თანამშრომლობის აღსანიშნავად ასოციაცია ვივაჩემ დაიწყო საქველმოქმედო პროექტის განხორციელება, სახელწოდებით - „ალპებიდან კავკასიამდე“.

 

პროექტის მიზანია ახალგაზრდა ქართველი და შვეიცარიელი შემსრულებლების დაახლოება, მათთვის ერთობლივი კონცერტებისა და მასტერ კლასების ორგანიზება, მათ შორის ხანგრძლივი პროფესიული ურთიერთობების დამყარება, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის არსებული კავშირების გაღრმავება და ამით საქართველო-შვეიცარიას შორის კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა.

 

პროექტის პირველ ეტაპზე შვეიცარიელი და ქართველი სტუდენტების მონაწილეობით ორი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება ქალაქ თბილისში.

 

8 ივნისი, ორშაბათი 19:30 საათი

ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზი.

 

9 ივნისი, სამშაბათი 20:00 საათი

თიბისი გალერეა, თიბისი ბანკი

მარჯანიშვილის ქ. N7

Lamprecht-Steiger Stiftung

Alfred und Ilse Stammer-Mayer Stiftung

Vivace_Logo_neu_2019.png
bottom of page