ასოციაციის შესახებ

 

ასოციაცია "Vivace"-ს ორი ძირითადი მიზანი აქვს: გამორჩეული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა მუსიკოსების ხელშეწყობა და ლტოლვილი, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა.

 

გამორჩეული ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს გრანტების მეშვეობით უნდა მიეცეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში, გაემგზავრონ საერთაშორისო სამუსიკო მასტერკლასებზე (მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯების დაფარვის გათვალისწინებით). ამის გარდა "Vivace"-ს მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტთა განათლებას სტიპენდიების, მუსიკალურ სასწავლებლებში სწავლების საფასურის გადახდის ან სასკოლო ბიბლიოთეკებისათვის თანამედროვე ლიტერატურის, სამუსიკო ნივთების, CD და DVD დისკების შეძენით და ა. შ. სტუდენტებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ ინსტრუმენტების შესაძენად.

 

"Vivace" გეგმავს ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების კონცერტებს შვეიცარიასა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ასოციაცია დაინტერესებულია საქართველოსა და შვეიცარიას შორის კულტურული ურთიერთობის გაფართოვებით.

 

"Vivace" მიზნად ისახავს სპეციალური პროექტების განხორციელებას ლტოლვილ და მზრუნველობამოკლებულ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის. მათთვის მუსიკის გაკვეთილების, მუსიკალურ-თერაპიული კურსების დაფინანსებით. გვაქვს იმედი, რომ აღნიშნული პროექტები შეამსუბუქებს და გააუმჯობესებს ამ ახალგაზრდების მდგომარეობას. ასოციაცია მხარს დაუჭერს იმ პროექტებს, რომლებიც მიმართულია ამგვარი მოზარდების დასახმარებლად.

 

ასოციაცია "Vivace"-ს დამფუძნებელია ქართველი პიანისტი თამარ კორძაძე, რომელმაც ბავშვობაში თავად გამოსცადა თუ რა მნიშვნელოვანია მხარდაჭერა კლასიკურ მუსიკაში. სწორედ მეცენატთა დახმარებით შეძლო თამარ კორძაძემ ადრეული ასაკიდან მონაწილეობა მიეღო მრავალრიცხოვან საერთაშორისო კონკურსებსა და მასტერკლასებში. ამიტომ წლების მანძილზე სურვილი ჰქონდა თავადაც გაეწია იგივე დახმარება ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსებისათვის, როგორიც ოდესღაც მას გაუწიეს. ასე შეიქმნა ასოციაცია "Vivace".

Association Vivace

Brandstrasse 33

8952 Zurich/Schlieren

Switzerland

 

Tel.: + 41 76 529 25 76

info@vivacegeorgia.com

www.vivacegeorgia.com

 

  • Facebook - Grey Circle
  • Twitter - Grey Circle
  • YouTube - Grey Circle

Copyright © 2020 by VIVACE