ჩვენი დასრულებული პროექტები

საქველმოქმედო კონცერტი ციურიხში
2018
საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მევიოლინეს,
ვატო მაღრაძის მხარდამჭერი საქველმოქმედო კონცერტი. 26 წლის ვატოს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა, რის გამოც ის საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა სტუდენტებმა და მუსიკოსებმა: მამუკა ტეპნაძე, სოფო გოშაძე, ეკა ბოკუჩავა, დათო დიაკონიძე, მირიან კვალიაშვილი, მარიამ ჩაკვეტაძე, დალი ზაკალიშვილი, დავით ქეცბაია, თეონა კაზიშვილი, თამარ მიდელაშვილი, თამარ კორძაძე.

კლარნეტის შემოწირულობა
2018
ლოტი დანგელის მიერ შემოწირულმა კლარნეტმა, საშუალება მისცა ქართველ სტუდენტს გაეგრძელებინა სწავლა ხარისხიან კლარნეტზე. ეს ინსტრუმენტი საქართველოში ძალიან იშვიათია. სტუდენტები და მოსწავლეები თვეობით ელოდებიან თავისუფალ კლარნეტს, რათა შეძლონ მასზე მეცადინეობა.
დიდი მადლობა დახმარებისთვის!!!

Yamaha Clavinova-ს შემოწირულობა
2018
პიერიგ ეშერის მიერ შემოწირული სრულიად ახალი
Yamaha Clavinova.
დიდი მადლობა დახმარებისთვის!!!

მასტერკლასები და ფესტივალი ბრუსელში
2018
ქართველი სტუდენტების მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალზე ბრუსელში და მასტერკლასები ისეთ ცნობილ პიანისტებთან როგორიც არის იოჰან შმიდთ:
ეთერი წკიპურიშვილი
ლექსო ფირმისაშვილი

საერთაშორისო კონკურსი
2017
ასოციაცია ვივაჩეს მხარდაჭერით ქართველმა სტუდენტებმა მოიპოვეს გამარჯვება პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე ქ. ნიცაში, საფრანგეთი:
ალექსანდრე ჯულაყიძე I პრემია
თათია კუხიანიძე IV პრემია

ვიოლინოს შემოწირულობა
2017
ბატონ იენს პოლენის მიერ შემოწირულმა ვიოლინომ, საშუალება მისცა ქართველ სტუდენტს გაეგრძელებინა სწავლა ხარისხიან ვიოლინოზე. ეს ვიოლინო გადაეცა ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიას.
დიდი მადლობა დახმარებისთვის!!!

კვირა, 20 ნოემბერი 2016
ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტი
Toni-Areal, Konzertsaal 3
Pfingstweidstrasse 96
CH-8005 ციურიხი, შვეიცარია

მუსიკალური ინსტრუმენტები
2016
ასოციაცია ვივაჩე მონაწილეობდა ციურიხის სადაზღვევო კომპანიის „Zurich Versicherung“-ის პროექტში, ასოციაცია ვივაჩესთვის გადაცემული თანხებით მოხდა საჭირო ინსტრუმენტების შეძენა საქართველოს სამუსიკო სასწავლებლებისათვის, რაც სამომავლოდ, არაერთი ახალი ვარსკვლავის გამოვლენის საშუალებას მოგვცემს.
3 ფორტებიანო, 3 ვიოლინო, 2 ჩელო და 3 ჩასაბერი ინსტრუმენტი.

Masters of Georgian & Classical Music
კვირა, 25 ივნისი 2016
ასოციაცია ვივაჩე მონაწილეობს ციურიხის სადაზღვევო კომპანია „Zurich Versicherung“-ის პროექტში, რომელიც უკვე სამი წელია აწყობს საქველმოქმედო კონცერტებს შვეიცარიაში რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაციების დასახმარებლად. პროექტის თანახმად, სადაზღვევო კომპანია აორმაგებს საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსულ თანხას. ასოციაცია ვივაჩესთვის გადაცემული თანხებით მოხდება საჭირო ინსტრუმენტების შეძენა საქართველოს სამუსიკო სასწავლებლებისათვის, რაც სამომავლოდ, არაერთი ახალი ვარსკვლავის გამოვლენის საშუალებას მოგვცემს.

ალპებიდან კავკასიამდე
8 ივნისი 2015 კონსერვატორიის დიდი დარბაზი
10 ივნისი 2015 TBC გალერეა
უკვე თხუთმეტი წელია რაც ქართველ სტუდენტებს საშუალება აქვთ ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს დაეუფლონ. 15 წლოვანი თანამშრომლობის აღსანიშნავად ასოციაცია ვივაჩემ დაიწყო 3 ეტაპიანი საქველმოქმედო პროექტის განხორციელება, სახელწოდებით - „ალპებიდან კავკასიამდე“.

საფორტეპიანო სკამები
აპრილი 2014
საკონცერტო დარბაზებში, სადაც რეგულარულად ტარდება კონცერტები, არ არსებობდა ფორტეპიანოს სტანდარტული სკამები. ბავშვები და ახალგაზრდა პიანისტები იყენებდნენ ხის მოუხერხებელ სკამებს,

ციურიხის ტონჰალე და Youth Classics
14 - 25 ივლისი 2014
ვერიკო ჭუმბურიძე
,,ახალგაზრდა კლასიკოსები,, (Youth Classics)
გალა-კონცერტი და მასტერკლასები
ჩვენ მადლობას ვუხდით ფონდ ,,ლირას,,

ციურიხის ტონჰალე
12 ნოემბერი 2013
ლევან გულავა
,,ახალგაზრდა კლასიკოსები,, (Youth Classics)
გალა-კონცერტი.
ჩვენ მადლობას ვუხდით ასოციაციას ,,ახალგაზრდა კლასიკოსები,, და ფონდ ,,ლირას,,

Youth Classics, Schloss Hallenburg, გერმანია
21 - 31 ივლისი 2013
მამუკა ბაბუაძე (ალტი)
თემურ ჯაიანი (ვიოლინო)
ლევან უგულავა (ფორტეპიანო)
გიორგი საჯაია (ფორტეპიანო)
სოფო კოჯლამაზიშვილი (ფორტეპიანო
ჩვენ მადლობას ვუხდით ასოციაციას ,,ახალგაზრდა კლასიკოსები,, და ფონდ ,,ლირას,,

ქართველი ნიჭიერი ბავშვების კონცერტები
2 ნოემბერი 2012 Yehudi Menuhin Forum Bern
3 ნოემბერი2012 Predigerkirche Zürich
ფონდ Vivace-ს დახმარებით 8 ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა შვეიცარიაში - ბერნსა და ციურიხში გამართულ საქველმოქმედო კონცერტებში. ესენია:
ლიზი რამიშვილი (ვიოლონჩელო) 14 წ.
ირმა გიგანი (ფორტეპიანო) 15 წ.
ნატა როინიშვილი (ვიოლინო) 12 წ.
ლევან უგულავა (ფორტეპიანო) 13 წ.
დავით ხრიკული (ფორტეპიანო) 10 წ.
თამარ ქორქაძე (ვიოლინო) 13 წ.
მარიამ ყარყარაშვილი (ფორტეპიანო) 9 წ.
ინალ ჯიოევი (ჰობოი) 16 წ.

Youth Classics, Schloss Hallenburg, გერმანია
21 აპრილი - 2 მაისი 2012
ეკა ბოკუჩავა (ფორტეპიანო)
სალომე ბუკია (ვიოლინო)
მამუკა ბაბუაძე (ალტი)
სოფო კოჭლამაზიშვილი (ფორტეპიანო)
თემური ჯაიანი (ვიოლინო)

Stadthaus Winterthure
Youth Classics გალა კონცერტი 2012
ეკა ბოკუჩავა (ფორტეპიანო)
სალომე ბუკია (ვიოლინო)
მამუკა ბაბუაძე (ალტი)

სტიპენდიები 2012
მარიამ ობოლაშვილი (ვიოლინო)
ნინო ინანიშვილი (ფორტეპიანო)
ანდრია ნიკოლაძე (ფორტეპიანო)
რატი სხირტლაძე (კლარნეტი)
ნინო კუპრეიშვილი (ფორტეპიანო)

ახალგაზრდა ხელოვანთა ფესტივალი ბაიროითი, გერმანია
1 – 31 გვისტო 2011
ახალგაზრდა ხელოვანთა ფესტივალი, ბაიროითი
ქალბატონ სისი ტამერისა და ბატონ დანიელ დრაგანოვის მხარდაჭერამ რეალობად აქცია 4 ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის - მამუკა ბაბუაძის, ბაჩანა ბექაურის, ანა მამისაშვილის და ანა თიგაშვილის მონაწილეობა ხელოვანთა ფესტივალში, ბაიროითი (გერმანია). სტუდენტების სწავლის პროცესი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კამერული მუსიკის ორკესტრში დადგენილი ლექტორების ზედამხედველობით. ამავდროულად ისინი მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა მოსამზადებელ სემინარებში. მათ შეძლეს თავისი რამოდენიმე კონცერტით სიხარული და აღტაცება გამოეწვიათ ადგილობრივ აუდიტორიაში.

წმინდა პეტრეს ტაძარი ციურიხი, შვეიცარია
„Internationalen Music Week Montepulciano“
გალაკონცერტი 2011
ანა გოგავას და სალომე ჯიჯეიშვილის მონაწილეობით

საერთაშორისო კვირეული მონტეპულჩიანოში
24 აპრილი – 3 მაისი 2011, Palazzo Ricci, იტალია
ანი გიგაური (ფორტეპიანო)
მარიამ მაღრაძე (ვიოლინო)
შალომე ჟიჯეიშვილი (ფორტეპიანო)
თემურ ჯაიანი (ვიოლინო)
მამუკა ბაბუაძე (ალტი)
ჩვენ მადლობას ვუხდით ფონდ ,,ლირას,,

ვიოლინოს შემოწირულობა
2010
დოქტორ პოლ როდენის მიერ შემოწირულმა ვიოლინომ, საშუალება მისცა პატარა ქართველ მუსიკოსს გაეგრძელებინა სწავლა სათანადო ინსტრუმენტზე (ვიოლინო ¾)
დიდი მადლობა ასევე ქართველ პიანისტს მზია ჯაჯანიძეს დახმარებისთვის!!!

საერთაშორისო კვირეული მონტეპულჩიანოში
25 აპრილი – 2 მაისი 2011, Palazzo Ricci, იტალია
ანი გიგაური (ფორტეპიანო)
მარიამ მაღრაძე (ვიოლინო)
სალომე ჯიქია (ფორტეპიანო)
ჩვენ მადლობას ვუხდით ფონდ ,,ლირას,,
