პატრონაჟი
ჩვენი საქმიანობით დაინტერესდნენ და მხარს გვიჭერენ მსოფლიოში აღიარებული ხელოვნების მოღვაწეები, ესენი არიან:
რუდოლფ ბუხბინდერი
პიანისტი (ავსტრია)
რუდოლფ ბუხბინდერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული პიანისტია. მას ხშირად იწვევენ მსოფლიოს უდიდესი ორკესტრები საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებზე.
დანიელ ფუეტერი
კონპოზიტორი (შვეიცარია)
დანიელ ფუეტერს დაწერილი აქვს მუსიკა დაახლოებით ასი სპექტაკლისთვის გერმანულენოვან ქვეყნებში, ამასთანავე სიმღერები, კამერული მუსიკა, საგუნდო სამუშაოები, კანტატები. მუსიკალური თეატრები და საბალეტო მუსიკა ბავშვებისათვის.
პეტერ შტამი
მწერალი (შვეიცარია)
პეტერ შტამი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა პარიზში, ნიუ იორკში, ლონდონსა და ბერლინში. ამჟამად ცხოვრობს ვინთერტურში. დაწერილი აქვს რამოდენიმე რადიო პიესა ისეთი რადიო სადგურებისთვის, როგორიცა DRS1, DRS2, რადიო Bremen, WDR და სხვ, არის რამოდენიმე პიესისა და რომანის ავტორი.
მანანა დოიჯაშვილი
პიანისტი (საქართველო)
გამოჩენილი ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრო-რექტორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი მანანა დოიჯაშვილი აქტიურ საშემსრულებლო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა.
სპონსორები და მხარდაჭერა
ჩვენ ვაფასებთ ნებისმიერ შემოწირულობას! ჩვენი პარტნიორების, მეგობრების ძალისხმევას ნიჭიერი ქართველი ბავშვების მხარდასაჭერად უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
ვივაჩეს პროექტების მხარდაჭერა ეს მომავალში ინვესტირებაა, თქვენ ჩუქნით მეტ მუსიკას ხვალინდელ დღეს, თქვენ ეხმარებით ნიჭს - რომელიც თანადგომის შემთხვევაში მრავალთა სიცოცხლეს ალამაზებს.
თანაბრად მადლიერი ვართ ყველასი, ვინც გვეხმარება ნიჭიერ ბავშვებზე ზრუნვაში, საქართველო ხომ ტალანტების ქვეყანაა, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში რამოდენიმე ომი გამოიარა, ამ პირობებში კი სიკეთეს განსაკუთრებული ფასი აქვს. გვიხარია რომ ჩვენთან ხართ ნიჭის და მუსიკის მხარდაჭერის კეთილშობილ საქმეში. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის და მომავალშიც გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი.
ასოციაცია ვივაჩე მადლობას უხდის თანადგომისთვის:
ბატონ დენიელ ფუეტერს, ქალბატონ ელეონორ მიტიერს, ქალბატონ სისი ტემერს, დოქტორ პოლ როდენს,
ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტს, ცურიხის ახალგაზრდათა მუსიკალურ სკოლას,
ქ. შაფჰაუზენის შენობათა დეპარტამენტს