top of page
Anchor 4

ასოციაციის პრეზიდენტის მისასალმებელი წერილი

 

ძვირფასო მეგობრებო!

 

მუსიკას, როგორც კლასიკურს, ასევე ხალხურს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ეკავა ქართულ საზოგადოებაში. კერძოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კლასიკურ მუსიკას, რომელმაც არაერთი გამორჩეული კლასიკური მუსიკის წარმომადგენელი შემატა მსოფლიო ხელოვნებას. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო ხელოვნების ფინანსური დახმარება შემცირდა.

 

ბავშვობაში მე თავად გამოვცადე მხარდაჭერის მნიშვნელობა და სიკეთე. მისი დახმარებით შევძელი მონაწილეობა მიმეღო ძირითად კონკურსებსა და მასტერკლასებში. რამდენიმე წლის განმავლობაში მქონდა სურვილი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისათვის გამეწია ისეთივე დახმარება, როგორიც თავის დროზე აღმომიჩინეს მე. ამ მიზნით დავაარსე ასოციაცია ,,ვივაჩე,,. ასოციაცია ,,ვივაჩე,, მიზნად ისახავს ქართველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მუსიკალური განვითარების ხელშეწყობას.

 

ჩვენ უკვე ორგანიზებული გვაქვს  30-ზე მეტი პროექტი ხელიშევუწზვეთ 200-ზე მეტ ბავშვებსა და მოზარდებს.

 

დიდი მადლობა თქვენ თანადგომისათვის და ვიმედოვნებთ, რომ სრულად გაქვთ გაცნობიერებული, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს ფინანსურ მხარდაჭერას ჩვენი პროექტის განხორციელებისათვის.

 

თამარ კორძაძე

ასოციაციის პრეზიდენტი

საბჭოს წევრები

IMG_7792.jpg

თამარ კორძაძე, პრეზიდენტი

info@vivacegeorgia.com

ტელ.: +41 76 529 25 76

Photo_RalfKostgeld_Presse.jpeg

რალფ ქოსთგელდი, ვიცე პრესიდენტი

info@vivacegeorgia.com

თამარ კორძაძის შემოქმედებაზე საუბრისას კრიტიკოსები განსაკურებულად აღნიშნავენ მის „მსუბუქ ტექნიკას“, „მიმზიდველ ტემპერამენტსა“ და „აუდიტორიასთან კომუნიკაციის განსაკუთრებულ უნარს“.

 

ქართველი პიანისტის თამარ კორძაძის დაინტერესება ფორტეპიანოთი დედამისის, ნატალია სიხარულიძის დამსახურებით მოხდა. მისი განსაკუთრებული ნიჭი ადრეულ ასაკშივე შეამჩნიეს. მისი კონცერტების ტრანსლირებამ ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით, ასევე პრესის ფურცლებზე მისი ნიჭისათვის მიძღვნილმა სტატიებმა თამარ კორძაძეს აღიარება ბავშვობიდანვე მოუტანა, როგორც საქართველოს ასევე ევროპის მასშტაბით. უკვე ექვსი წლის ასაკიდან თამარ კორძაძეს რეგულარულად იწვევენ როგორც სოლო ისე ორკესტრთან შემსრულებლად ისეთ საკონცერტო დარბაზებში, როგორიც არის კარნეგი ჰოლი, Grand Teatre del Liceu, Tonhalle Zurich, Paleis Het Loo და სხვ. ამჟამად თამარ კორძაძე ცხოვრობს და პროფესიულ მოღვაწეობას ეწევა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში.

 

თამარ კორძაძე მრავალჯერაა წარდგენილი და არაერთხელ აქვს მიღებული პირველი პრიზები სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო კონკურსზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი შემდეგი ჯილდოები: - „კლასიკური სონატის საუკეთესო შემსრულებელი“ (საბერძნეთი), „დებიუსის პრელუდიის საუკეთესო შემსრულებელი“ (პორტუგალია), „კრიტიკოსების სპეციალური პრიზი“ (იტალია), ფონდ Nicati-de Luze-ს პრიზი და ლანდოლტის პრემია (შვეიცარია). გარდა ამისა თარამ კორძაძე მრავალი პრესტიჟული სტიპენდიის მფლობელია: ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდებისთვის დაწესებული ყოველწლიური საპრეზიდენტო სტიპენდია, (მიიღო ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში), სტანისლავ ნეუჰაუზის ფონდის სტიპენდია, არის ასევე მოსკოვში გამართული საქველმოქმედო პროგრამის „ახალი სახელები“ სტიპენდიანტი.

 

თბილისში პროფესორ დოდო ცინცაძესა და მანანა დოიჯაშვილთან სწავლის შემდეგ  „ფონდ ლირას“  დაფინანსებით სწავლას შვეიცარიაში, ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში (ZhDK) გააგრძელა,  პროფესორ კონსტანტინე შერბაკოვის კლასში. სწავლის პერიოდში ჰქონდა საშუალება დასწრებოდა ისეთი ცნობილი შემსრულებლების მასტერ კლასებს როგორებიც არიან: დიმიტრი ბაშკიროვი, ელისო ვირსანაძე, პაულ ბადურა-შკოდა, რუდოლფ ბუხბინდერი და ვლადიმირ კრაინევი.

სოლო პიანისტის კარიერასთან ერთად თამარ კორძაძე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. ის არის „Unite Classics“ -ის პრეზიდენტი და დამფუძნებელი. ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს და მხარს უჭერს ზოგადად კლასიკურ მუსიკას. გარდა ამისა, თამარ ორძაძე იყო თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი და ასოციაცია "Youth Classics"-ის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი 2009 წლიდან 2014 წლამდე.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თამარ კორძაძე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა, ატარებს მასტერ კლასებს ევროპის მრავალ წამყვან მუსიკალურ სასწავლებელში და არის რამოდენიმე საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ჟიურის წევრი. მისი საფორტეპიანო კლასი ციურიხის კონსერვატორიაში 53-ზე მეტ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატებს შეადგენს.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ კორძაძის მიერ დაფუძნებული ასოციაცია „ვივაჩეს“ საქმიანობა. ეს ასოციაცია უკვე 10 წლის განმავლობაში ეხმარება ქართველ ტალანტებს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. ასოციაციას, რომელსაც თავად ქართველი პიანისტი ხელმძღვანელობს ამ ხნის განმავლობაში 30-მდე პროექტი აქვს განხორციელებული და მისი მუშაობის შედეგად 200-მდე ახალგაზრდა ქართველ შემსრულებელს მიეცა უცხოეთში ორგანიზებულ მასტერ-კლასებზე დასწრების, საერთაშორისო კონცერტებში მონაწილეობის თუ სწავლის გაგრძელების საშუალება.

 

დამტებითი ინფორმაცია: www.tamarakordzadze.com

რალფ ქოსთგელდმა დაიწყო თავისი კარიერა ქ. სანქტ-გალენის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლში, კომუნიკაციის ხელოვნებისა და გრაფიკული დიზაინის შესწავლით. ხოლო შემდგომ კარიერა განაგრძო ნიუ-უირკისა და სან-ფრანცისკოში ფილმისა და მულტიმედიის ხელოვნების განხრით.

როგორც შვეიცარიის Art Director's Club-ის წევრი ის მუშაობა აშშ-სა და შვეიცარიის  რამდენიმე წამყვან სარეკლამო სააგენტოში.
7 წლის განმავლობაში ის იყო  Publics Zürich-ს შემოქმედებითი დირექტორი და პასუხისმგებელი სააგენტოს კრეატიულობასა  და N1 ეკონომიკური წარმატებისთვის. ის მუშაობდა ასევე Saatchi & Saatchi და Interbrand- ის სააგენტოში. მას შემდეგ რაც ის IWC Schaffhausen / Richemont International- ის ბრენდის შექმნის გლობალური ხელმძღვანელი იყო, მან 2019 წელს დაარსა საკუთარი საკომუნიკაციო და კრეატიული ბიზნეს სააგენტო Zelebrand International. იგი ასევე არის Margaris Ventures მრჩეველთა საბჭოს წევრი და ზრუნავს ბრენდის გლობალურ განვითარებაზე, რომლის დამფუძნებელი სპიროს მარგარისი ანალიტიკოსების გამოთვლის საფუძველზე მსოფლიოში N1 ადგილზე იმყოფება ფინტექის, ხელოვნური ინტელექტის და ბლოკჩეინის მიმართულებით.

 

რალფ ქოსთგელდი შერჩეული იყო რათა წარმოედგინა შვეიცარიის კრეატიული სცენა და მიიწვიეს გადაეღო ფილმი ხელოვნების 100 წლის ხედვზე. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "Chez toi", რომელიც მან გადაიღო შვეიცარიის ერთერთი წამყვანი ხელოვნების მუზეუმ "Kunsthaus Zurich"-ის 100 წლის იუბილესთვის მოთავსებულია ამავე მუზეუმში. როგორც კლასიკური მუსიკის მოყვარე ის ხშირად არის მოწვეული როგორც სტუმარი-პროფესორი და მართავს ლექციებს  ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში (ZHDK) და სანქტ-გალენის უნივერსიტეტში (HSG). ის არის აგრეთვე ჟიურის წევრი მრავალი ეროვნულ და საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალებზე და კონკურსებზე, მათ შორის ისეთი როგორიცაა კანის ფესტივალი.

რალფ ქოსთგელდი არის 190 -ზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების ოქროსა და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი,  მათ შორის ასევე ოქროს მედალის მფლობელი ნიუ-უირკის ფესტივალზე UNO/United Nations გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის. ასევე 2018 წელს მისმა  გუნდმა მიიღო ოქროს ჯილდო World Luxury Award-ზე
. მის კინემატოგრაფიულ ცხოვრებაში მუსიკა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

დამატებითი ინფორმაცია: www.ralfkostgeld.ch

Vivace_Logo_neu_2019.png
bottom of page