top of page

ქართველოს სამუსიკო სასწავლებლები ინსტრუმენტების მკვეთრ ნაკლებობას განიცდიან. ამის გამო სასწავლო პროცესი ხშირ შემთხვევაში გარკვეული შეფერხებებით მიმდინარეობს. არის შემთხვევები, როცა მოსწავლეებს უწევთ ან ერთი და იგივე ინსტრუმენტით სარგებლობა, ან საერთოდაც ინსტრუმენტის გარეშე მუშაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. იმდენად რამდენადაც საქართველოში ძალიან ბევრ ოჯახს სიღარიბის ზღვარზე ან მის ქვემოთ უწევს არსებობა, მათ ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ საჭირო ინსტრუმენტების თავად შეძენა და ამის გამო მათთვის სასკოლო ინსტრუმენტები ხშირად განათლების მიღებისერთადერთი საშუალებაა. განსაკუთრებით პრობლემურია ინსტრუმენტები ბავშვებისთვის, მათ შორის ვიოლიონო, ვიოლონჩელო. სკოლებში ხშირად ჩასაბერი ინსტრუმენტებიც არ მოიპოვება.

 

ყოველივე ეს ზღუდავს მოსწავლეთა არჩევანს და ამის გამო საქართველოში პროცენტულად უფრო მეტი პიანისტი და ვოკალისტი იზრდება, ვიდრე სხვა სპეციალიზაციის მუსიკოსები. იმდენად რამდენადაც ფაქტიურად ყველა ოჯახში მოიპოვება ფორტეპიანო, ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების მშობლები უპირატესობას ანჭებენ საფორტეპიანო და ვოკალურ კლასებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე

 

ასოციაცია ვივაჩე მონაწილეობს ციურიხის სადაზღვევო კომპანია „Zurich Versicherung“-ის პროექტში, რომელიც უკვე სამი წელია აწყობს საქველმოქმედო კონცერტებს შვეიცარიაში რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაციების დასახმარებლად. პროექტის თანახმად, სადაზღვევო კომპანია აორმაგებს საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსულ თანხას. პროექტის დასკვნით ეტაპზე - შემოსული თანხა გადაეცემა შერჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად. წელს შერჩეულ ორგანიზაციებს შორისაა ასოციაცია ვივაჩე, რომელიც ორგანიზებას უწევს ქართველი შემსრულებლების ჩაყვანას ციურიხში, მიმდინარე წლის 25 ივნისს დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტზე ქართული რეპერტუარის შესასრულებლად.

 

კერძოდ, საქართველოს წარმოადგენენ

პიანისტი თამარ კორძაძე, ასოციაცია ვივაჩეს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ შვეიცარიელ ვარსკვლავ ორფეო მენდოცი და ტანია სონქისთან და სხვა შვეიცარიელ შემსრულებლებთან ერთად წარსდგება სცენაზე.

 

16 წლის ნიჭიერი ქართველი ვიოლონჩელისტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი - ლიზი რამიშვილი.

ციურიხის ოპერის ქართველი სოლისტი - მამუკა ტეფნაძე და სოფიო გოშაძე.

 

ასოციაცია ვივაჩესთვის გადაცემული თანხებით მოხდება საჭირო ინსტრუმენტების შეძენა საქართველოს სამუსიკო სასწავლებლებისათვის, რაც სამომავლოდ, არაერთი ახალი ვარსკვლავის გამოვლენის საშუალებას მოგვცემს.

Vivace_Logo_neu_2019.png
bottom of page