top of page
Anchor 11

საფორტეპიანო სკამები

 

ასოციაციის პრეზიდენტმა თამარ კორძაძემ, საქართველოში სტუმრობის დროს შეამჩნია, რომ საკონცერტო დარბაზებში, სადაც რეგულარულად ტარდებოდა კონცერტები, არ არსებობდა ფორტეპიანოს სტანდარტული სკამები. ბავშვები და ახალგაზრდა პიანისტები იყენებდნენ ხის მოუხერხებელ სკამებს, რომლებზეც შეუძლებელია სიმაღლის რეგულირება.

 

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქველმოქმედო კონცერტებიდან და შემოწირულობებიდან შემოსული თანხით ფორტეპიანოს სკამების შეძენისა და მათი საქართველოში ჩამოტანის შესახებ. ასოციაციის პრეზიდენტმა თამარ კორძაძემ თვითონ შეიძინა სკამები გერმანიაში 7 სამუსიკო სკოლისა და მუზეუმისთვის. ესენია:

 

  • თბილისის ზ. ფალიაშვილის სამუსიკო გიმნაზიის ნიჭიერთა ათწლედი

  • ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი

  • ალექსანდრე ნიჟარაძის სახელობის 27-ე სამუსიკო სკოლა

  • ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სკოლა

  • თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

  • თბილისის ევსეი მიქელაძის ცენტრალური მუსიკალური სკოლა

  • მუსიკალური სემინარია და კერძო სკოლა - „ჩვენი სკოლა“

 

          

მუსიკალური სკოლის პედაგოგებმა და ახალგაზრდა პიანისტებმა სიხარულითა და მადლიერებით მიიღეს ეს შემოწირულობა.

 

ასოციაცია მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში.                        

Vivace_Logo_neu_2019.png
bottom of page