ჩვენი სამომავლო პროექტები
მუსიკალური ინსტრუმენტები ბავშვებისთვის
სამუსიკო სკოლები საქართველოში შესაბამისი ინსტრუმენტების ნაკლებობას განიცდის. ისეთებისა, როგორიცაა ½ ვიოლინო, ¾ ვიოლონჩელო და სხვ. ეს გარემოება უზღუდავს ნიჭიერ ბავშვებს შესაძლებლობას დაეუფლონ სხვადასხვა ინსტრუმენტს.
სტიპენდიები,
სამუსიკო სასწავლებლის გადასახადები
სტიპენდიები ბავშვებისათვის ხელმოკლე ოჯახებიდან
ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ,,სამუსიკო სემინარია,, პროექტი თბილისში.
2009 წლის ზაფხულის ბოლოს თბილისში გაიხსნა ახალი მუსიკალური აკადემია. ამ სკოლის კარი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუსიკას, ღიაა ყველა ნიჭიერი ბავშვისთვის ექვსი წლიდან ზევით. აკადემიური სწავლების დაფინანსებას ნაწილობრივ (50%) ახორციელებს სახელმწიფო, ხოლო კონკრეტული მუსიკალური გნათლების მისაღებად თანხას გამოყოფს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის სპეციალური ფონდი.
,,Vivace,,-ს მიზანია ფინანსური დახმარება გაუწიოს ცალკეულ ხელმოკლე ოჯახებს სტიპენდიის სახით იმგვარად, რომ მუსიკალური განათლება ხელმისაწვდომი იყოს ნიჭიერი ბავშვებისათვის მათი მშობლების ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად.
ასოციაცია გაენათი, პროექტი ზუგდიდში
კულტურული განვითარების შესაძლებლობები ბავშვებისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
ზუგდიდი აფხაზეთთან სასაზღვრო ქალაქია (კონფლიქტის ზონა). აფხაზეთში ომისა და ომისშემდგომი პერიოდის შედეგად სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდა, რადგან აქ დასახლდა ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი. რეგიონში გაჩნდა ახალი საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომელთა უმრავლესობასაც სწორედ იძულებით გადაადგილებული პირები შეადგენენ. მათი ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო გაამძაფრა არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა გაჭირვებამ, უმუშევრობამ, ალკოჰოლიზმმა, ნარკომანიამ და განათლების დაბალმა დონემ. ძირითად პრობლემად რჩება მოძველებული ტრადიციები, რომლებიც განსაზღვრავენ ურთიერთობებს ქალებსა და მამაკაცებს შორის. ოჯახური ძალადობა კვლავაც რჩება ბავშვთა დაცვის საკმაოდ სერიოზულ პრობლემად, რაც ეხება ქალებსაც და გოგონებსაც.
მძიმე ცხოვრების ძირითად მსხვერპლს სწორედ ბავშვები წარმოადგენენ. ისინი არა მხოლოდ მოკლებულნი არიან ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, არამედ საჭიროებენ სასკოლო ნივთებს, თბილ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სახელმძღვანელოებს და დასვენების სასუალებას, თავისუფალ დროს. ისინი მოკლებულნი არიან დედის სითბოს და როგორც წესი, მშობლების მზრუნველობას.
ბავშვები ასეთი ოჯახებიდან ადვილად ექცევიან ქუჩის გავლენის ქვეშ, სადაც ისინი თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ. ქუჩაში ისინი იძენენ მავნე ჩვევებს, ეჩვევიან ქურდობას, ნარკოტიკულ ნივთიერებებსა თუ ალკოჰოლს; ამას კი ფატალური შედეგი მოაქვს როგორც თავად მოზარდებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისათვის, რადგან მათ შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნან სწორედ ამ საზოგადოებას.
მიგვაჩნია, რომ ბავშვთა კეთილდღეობა გაიზრდება ახალი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად მუსიკალური განათლება, რაც, საერთო ჯამში, ჯანმრთელ საზოგადოებას მოგვცემს. მუსიკა დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც განათლების მასტიმულირებელი ელემენტი; გარდა ამისა, შეუძლია შეამციროს დაძაბულობა, შექმნას უსაფრთხო სასწავლო გარემო და დაეხმაროს ადამიანს ყურადღება გაამახვილოს მხოლოდ დადებითზე და არა უარყოფითზე. სწორედ ეს ელემენტი აკლია ბავშვთა ყოველდღიურ არსებობას სამეგრელოს რეგიონში, რაც შეიძლება ფრიად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მათი შემდგომი კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.
არსებობს თავისუფალი დროის ორი ფუნქცია:
1) დროის მხიარულად გატარება და გართობა
2) ინდივიდის პიროვნებად ჩამოყალიბება (სტაბილიზაცია) შემოქმედებითი საქმიანობის მეშვეობით
თავისუფალი დრო სწორად რომ იყოს გამოყენებული აუცილებელია ჩამოყალიბდეს სხვადასხვა საგანმანათლებლო კლუბები და გასართობი ცენტრები ბავშვებისათვის, სადაც მათ საშუალება მიეცემათ გააცნობიერონ და განივითარონ საკუთარი შესაძლებლობები.
ამიტომ გვინდა წარმოგიდგინოთ პროექტი-მუსიკალურ-სახელოვნებო სტუდია 6-დან 17 წლამდე ასაკის როგორც ადგილობრივ მცხოვრებთა, ისე სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის. ჩვენი სტუდია ხელს შეუწყობს ბავშვთა შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენასა და შემდგომ განვითარებას.
პროექტს განახორციელებს ასოციაცია ,,გაენათი,, და გათვალისწინებულია სხავდასხვა სექციების საქმიანობა. ისეთისა, როგორიცაა კომპიუტერული, სპორტული, ხალხური ცეკვის, თეატრალური ხელოვნების სექციები და ციგურებით სრიალის კურსები.
მხედველობა დაქვეითებულთა ასოციაცია
უსინათლონი საზღვრების გარეშე
ხმოვანი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა მხედველობადაქვეითებულ მუსიკოსთათვის
სადღეისოდ არსებული სიტუაცია: თუ ადამიანი კარგავს ერთ უნარს, გარემოს აღქმის ტვირთი გადადის დანარჩენ ორგანოებზე. მხედველობადაქვეითებულთა
შორის ხშირად გაისმის ფრაზა: თუ გინდა რომ ხედავდე, უნდა უსმინო. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა უსინათლოს აქვს შესანიშნავი სმენა.
მუსიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხედველობადაქვეითებულთა ცხოვრებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში. საქართველოში არსებობს მხედველობადაქვეითებულ ქალთა და ვაჟთა გუნდები, რომელთა პროფესიონალიზმიც საკმაოდ მაღალია. თბილისისა და ქუთაისის სახელმწიფო საოპერო თეატრებში მსახურობენ უსინათლო მომღერლები. არსებობენ მხედველობადაქვეითებული (უსინათლო) საესტრადო მომღერლებიც, მაგრამ უსინათლოთა დიდი უმრავლესობა მღერის მეტროსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში ლუკმა-პურის მოსაპოვებლად.
ჩვენი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ არც ერთ უსინათლოს არ ჰყავს ადამიანი, რომელიც დაეხმარება მათ შეისწავლონ სიმღერები და მუსიკალური ნაწარმოებები სმენის მეშვეობით, ეს კი დაბრკოლებას უქმნის მათი პროფესიონალიზმის ამაღლებას. ერთის მხრივ, უცნობია მათი მასწავლებლების ცოდნის დონე, მეორეს მხრივ-უსინათლოებს არ აქვთ საშუალება უშუალოდ იმუშაონ პირველწყაროზე, ამდენად, ვერ აღიდგენენ დავიწყებულ მონაკვეთს. უნდა აღინიშნოს, რომ უსინათლო ადამიანი მეგობრის დახმარების გარეშე ვერასოდეს შეასრულებს მუსიკალურ ნაწარმოებს. არსებობს სხვა დამაბრკოლებელი ფაქტორებიც, ესაა სპეციალისტთა არარსებობა ან სურვილის ნაკლებობა ასწავლონ მუსიკა მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს; დროის სიმცირე, ფინანსური ბარიერები ან მუსიკის მასწავლებლების დეფიციტი.
ყოველივე ზემოაღნიშნული ასეთი დასკვნის გაკეთების უფლებას გვაძლევს: მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად მოიპოვონ და შეისწავლონ მუსიკალური ნაწარმოებები.
პროექტის მიზანი:
მხედველობადაქვეითებულთათვის ქართული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, რომელიც მისცემს მათ საშუალებას დამოუკიდებლად მოიპოვონ მუსიკალური ნაწარმოებები ავტორთა შესაბამისი ინტერპრეტაციით, აიმაღლონ საშემსრულებლო პრაქტიკა. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გარკვეული მუსიკალური დონის მისაღწევად საჭირო სპეციალურ მეთოდებს.