დირექტორთა საბჭო
ბავშვობაში მე თავად გამოვცადე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა კლასიკურ მუსიკაში. ამ დახმარებებით მე შევძელი მონაწილეობა მიმეღო ძირითად კონკურსებსა და მასტერკლასებში. რამდენიმე წლის განმავლობაში მქონდა სურვილი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისათვის გამეწია ისეთივე დახმარება, როგორიც თავის დროზე აღმომიჩინეს მე. ამ მიყნით დავაარსე ასოციაცია ,,ვივაჩე,,
ვიცეპრეზიდენტი
ჩემთვის სერიოზული გამოწვევაა შევქმნა სათანადო პირობები ნიჭიერი ბავშვების შესაძლებლობების სრულად გამოვლენისათვის. ქვეყანაში, საიდანაც მე ვარ, მრავალი ნიჭიერი ბავშვი ცხოვრობს, რომელთაც, უმეტეს შემთხვევაში, არ აქვთ შესაძლებლობა წარმოაჩინონ და განივითარონ საკუთარი ნიჭი. როდესაც ამგვარ სურათს ხედავ, უსუსურობის განცდა გეუფლება, მაგრამ მე მაინც მჯერა უკეთესის და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ მრავალ ნიჭიერ ბავშვს გავუხსნათ გზა წარმატებული მომავლისაკენ.