ალპებიდან კავკასიამდე

 

უკვე თხუთმეტი წელია რაც ქართველ სტუდენტებს საშუალება აქვთ ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს დაეუფლონ როგორც ბაკალავრიატის ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.

 

საქართველოს მუსიკალური სასწავლებლებისა და ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის 15 წლოვანი თანამშრომლობის აღსანიშნავად ასოციაცია ვივაჩემ დაიწყო 3 ეტაპიანი საქველმოქმედო პროექტის განხორციელება, სახელწოდებით - „ალპებიდან კავკასიამდე“.

 

პროექტის მიზანია ახალგაზრდა ქართველი და შვეიცარიელი შემსრულებლების დაახლოება, მათთვის ერთობლივი კონცერტებისა და მასტერ კლასების ორგანიზება, მათ შორის ხანგრძლივი პროფესიული ურთიერთობების დამყარება, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის არსებული კავშირების გაღრმავება და ამით საქართველო-შვეიცარიას შორის კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა.

 

პროექტის პირველ ეტაპზე შვეიცარიელი და ქართველი სტუდენტების მონაწილეობით ორი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება ქალაქ თბილისსა და ბათუმში.

 

8 ივნისი, ორშაბათი 19:00 საათი

ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზი.

 

10 ივნისი, ოთხშაბათი 19:00 საათი

ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზი

 

კონცერტებიდან შემოსული თანხა მოხმარდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მასტერ-კლასების ორგანიზებას ქართველი სტუდენტებისათვის. მასტერ-კლასები გაიმართება 2015 წლის შემოდგომაზე, ამავდროულად ჩატარდება კომკურსი და აირჩევიან საუკეთესო სტუდენტები პროექტის დასკვნით ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროექტის დასკვნით, მესამე ეტაპზე (2016 წ.) დაგეგმილია ქართველი შემსრულებლების ჩაყვანა შვეიცარიაში, სადაც ისინი შვეიცარიელ თანატოლებთან ერთად გამართავენ საქველმოქმედო კონცერტებს ცურიხისა და ბერნის საკონცერტო დარბაზებში.

 

Association Vivace

Brandstrasse 33

8952 Zurich/Schlieren

Switzerland

 

Tel.: + 41 76 529 25 76

info@vivacegeorgia.com

www.vivacegeorgia.com

 

  • Facebook - Grey Circle
  • Twitter - Grey Circle
  • YouTube - Grey Circle

Copyright © 2020 by VIVACE